რომან გოცირიძე: სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია ზემო სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით
28-12-2021, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება( განსაკუთრებით კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვების გამო), რასაც მოჰყვა ელექროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო.

 

 

რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, თუ კი სვანეთში საჭირო იყო მოსახლეობის მხარდაჭერა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სახით? უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ამ ფულს არაყში? ეს მისი ნება იქნებოდა, გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი. ახლა რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისათვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, ჩააბნელეს მთელი სვანეთი, დააწესეს გრაფიკი. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი. ახლა დაიწყება კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არა და რაში არიან ისინი დამნაშავეები-არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. დააწესე ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და მორჩება ყველაფერი.

 

 

ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან: 90-იანი წლების დასაყისში საქართველოში პურის ფასი იყო ყველაზე დაბალი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ღირდა 30 კაპიკი, რამდენჯერმე იაფი სხვებთან შედარებით. ეს მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით კეთდება. ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ საქონლის პურით გამოკვება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქატოთი. ფქვილი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოდიოდნენ ჩვენთან პურის საყიდლად( არ იყო მაშინ საზღვარი) და თავიანთ ძროხებს და ღორებს ჩვენი ფუნთუშებით ანებივრებდნენ.

 


მხოლოდ პურზე საბაზრო ფასების დაწესებამ შექმნა ამ სფეროში კერძო წარმოება. დღეს ეს სექტორი ყველაზე საბაზროა და კონკურენციის ხარისხიც ყველაზე მაღალია, ამიტომ სასაცილო იყო, როცა მთავრობის დავალებით ანტიმონოპოლისტურმა სამსახურმა დაიწყო პურზე ფასების ზრდის მიზეზების შესწავლა. შეკვეთა იყო, რომ ვიღაცა, განტევების ვაცი, დაესაჯათ. რა შეისწავლეს და რა დაადგინეს დღემდე არაა ცნობილი.

 

 

რომან გოცირიძე,

 

დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი