კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა
28-12-2021, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

 


მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

 


ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფოიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ტრადიცია მოიშალა. მძიმე მდგომარეობაში იყო უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეც. 2019 წელს ფონდმა "ქართუ" ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა, რის შედეგადაც სასახლეში სრულად აღდგა სამეჯლისო დარბაზი და თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ უნიკალური დარბაზი მოცეკვავეებს პირველად მასპინძლობს. ასევე, პირველად, რეზიდენციის ეზოში ორასამდე წყვილი იცეკვებს, გაიჟღერებს ვალსის მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსის მიერ ნიკო დადიანისადმი მიძღვნილი ნაწარმოებიც.

 


ღონისძიების სცენარი საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმმა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მეჯლისის სატელევიზიო გადაღებას ხელმძღვანელობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თავისი გუნდით, ხოლო ორგანიზებას უწევს ანი პირველი. მეჯლისი ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში შობის ღამეს გავა. გადაღებების შემდეგ კი საახალწლო განათება და დეკორაციები რეზიდენციაში და მის ტერიტორიაზე საახალწლო ზეიმის დასრულებამდე დარჩება, რათა 29 დეკემბრიდან ნებისმიერ მსურველს მიეცეს საშუალება მოინახულოს საშობაოდ მორთული დადიანების სასახლის ეზო და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე სამეჯლისო დარბაზის ჩათვლით.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი