თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს, რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის ​
30-12-2021, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს:

 


ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;

 


ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;

 


გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;

 


დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია - არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

 


ე) იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდეს, ბიძინა უნდა დასუსტდეს/დამარცხდეს და სააკაშვილზე ფოკუსირება ბიძინას აძლიერებს.

 


რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ.

 


დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

 


სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა.

 


ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები.

 

 

თამარ ჩერგოლეიშვილი,

 

"ტაბულას" რედაქტორი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი