დემურ გიორხელიძე: ყაზახეთი versus საქართველო... ქართველს ერთ წელიწადში 100%-ით გაუძვირეს საწვავი, ასევე სხვა ყველაფერი და ეს მდგომარეობა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, სამაგიეროდ მსოფლიო პოლიტიკის "დალაგება" ითავა არაფრისმაქნისმა და არაფრისმცოდნემ!
05-01-2022, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

  ყაზახეთი versus საქართველო!

 

1. ყაზახეთი

 

 

ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა - ბატონმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ისტორიული უდიდესი კატაკლიზმების შემდეგ ხელში ჩავარდნილი შესაძლებლობიდან აქამდე ისტორიულად არარსებული სახელმწიფო ყაზახეთი შექმნა - დღეს ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და შეძლებული სახელმწიფო!

 


90-იან წლებთან შედარებით, ყაზახეთი დღეს ძალზე განვითარებული და მდიდარი სახელმწიფოა! (არადა, ბატონი ნაზარბაევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო სსრ კავშირის დაშლისა).

 

 

ყაზახეთმა ყველაფერი გადაიტანა:ფერადი რევოლუციების არაერთი მცდელობა, უცხოური კაპიტალის მოძალება და ა.შ. მაგრამ დანის პირზე გაატარა, შეინარჩუნა და განავითარა სახელმწიფო, მერე კი გადადგა - მემკვიდრე დანიშნა და ახლა გარედან ხელს უწყობს რომ გაძლიერდეს მმართველობა.

 

 

დღევანდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ყაზახი ხალხი მოქალაქეებად იქცა - საკუთარი სოციალური მდგომარეობა აწუხებს და არც პროტესტის ეშინია. ერთ დროს ამ მხარესა და ხალხს ამპარტავანი ქართველი უპატივცემულოდ და უსამართლოდ "ყურბანებად" მოიხსენიებდა, დღეს უკვე თავად ყურბანად ქცეული!

 

 

2. საქართველო

 


საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ, ისტორიული უდიდესი კატაკლიზმების შემდეგ ხელში ჩავარდნილი შესაძლებლობიდან აქამდე საკმარისად დიდი ისტორის მქონე, მართალია წყვეტილად, მაგრამ მაინც სახელმწიფო საქართველო არა მარტო არ აღადგინა, რაც იყო, ისიც მიწასთან გაასწორა, კორუფციასა და განუკითხაობაში ჩაძირა, არა მხოლოდ არ შეუწყო ხელი ახლის დამკვიდრებასა და ახალი წესიერი, კვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პერსპექტივის მქონე ხალხის ბუნებრივად განვითარებას, - არა! ისეთებს გადასცა ხელისუფლება და ისეთებს აძარცვინა საქართველო, დღესაც რომ ძარცვავენ და სპობენ მას!

 

 

დღეს საქართველო ნახევრადფეოდალური მმართველობის მქონე კვაზი-სახელმწიფოა, პერსპექტივის გარეშე (თუ ასე გაგრძელდა), ხელისუფლებაში კი ისეთი ძალებია, საერთოდ რომ გამორიცხავს სახელმწიფოს განვითარებას! 90-იან წლებში სუსტი ფეხგაუმდგარი სახელმწიფო იავარქმნილი იქნა და სრულად გაძარცვულია, ხალხი კი დაკნინებული და სიღარიბეში გადაგდებული.

 

 

ერთ დროს კავკასიაში და მთელ ახლო აღმოსავლეთს ძალზე ძლიერი სახელმწიფო, დღეს კავკასიაში არ წარმოადგენს გავლენის ძალას და მისი იდეოლოგიური გაუკუღმართებულობის გამო, დასაცინიც კი ხდება! (არადა, ბატონი შევარდნაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელშემწყობი და მონაწილე იყო სსრ კავშირის დაშლისა).

 

 

სსრ კავშირის დაშლას საქართველოც ზედ მიაკლა, მოულოდნელად მოსული სტუმრისთვის ნაჩქარევად დაკლული ქათამივით. საქართველომ ვერაფერი გადაიტანა: ფერადი რევოლუციების ტალღას ფინთი გოიმივით წამოეგო და უცხოური კაპიტალის მოძალებაც არ დასჭირვებია, - მარიონეტულმა მმართველებმა ქვეყნის გაყიდვა დაიწყეს. და ეს მათ გაუვიდათ! ამას თურმე "ლიბერალური ეკონომიკა" ითხოვდა - ეს ის იყო, როცა ბაზარი არეგულირებდა ყველაფერს! შტერს ყველაფერი შტერული ჭეშმარიტება ჰგონია!

 


ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ ანაღვლებს საკუთარი სოციალური მდგომარეობა, არ გააჩნია პროტესტის მუხტი, რადგან სახეცვლილ ისტორიულ სიგლახეზე დაიჭირეს, რაც მოეწონა: 2 მლნ ადამიანზე მეტი ქვეყნიდან გაყრილი, რომელთა შორის თითქმის 65% ქალია, არჩენს და კვებავს ამ უკვე ასოციალურ და არამშრომელ მასას!

 

 

როცა არ შრომობს და მაინც არსებობს, ეს იმ დონის გამანადგურებელია კაცის რაობისა, რომ მას არც პოლიტიკური და არც სოციალური მდგომარეობა აწუხებს. და ეს რომ შენიღბოს, ყბედი და დაბალი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი შეგნების მქონე, ბელადებს დასდევს!

 


ქართველს ერთ წელიწადში 100%-ით გაუძვირეს საწვავი. ასევე სხვა ყველაფერი და - ეს მდგომარეობა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, სამაგიეროდ მსოფლიო პოლიტიკის "დალაგება" ითავა არაფრისმაქნისმა და არაფრისმცოდნემ! და დღემდე ვერ გაიგო, რა განსხვავებაა მოქალაქესა და არათავისუფალი ქვეყნის ბინადარს შორის!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი