პირველად მსოფლიოში - ამერიკელ მამაკაცს ღორის გული გადაუნერგეს
11-01-2022, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

     ფოტოზე: ექიმი ბართლი გრიფითი დევიდ ბენეტთან ერთად

 

GUARDIAN.GE -57 წლის ამერიკელი მამაკაცი, დევიდ ბენეტი, პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, იტყობინება BBC. ოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა და სამი დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. გულის ტრანსპლანტაცია მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ბოლო შანსი იყო, თუმცა ჯერ უცნობია, როგორი იქნება მისი გადარჩენის გრძელვადიანი შანსები.

 

 

„ან უნდა მოვკვდე, ან უნდა გავიკეთო ეს გადანერგვა. ვიცი, რომ ეს სიბნელეში უმისამართოდ გასროლის მსგავსია, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსია“, - განმარტა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.

 

 

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებს აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებლის მხრიდან ნორმების წესებისგან გადახვევის სპეციალური ნებართვა მიეცათ ოპერაციის ჩასატარებლად, რადგან ბენეტი სხვა შემთხვევაში მოკვდებოდა. პაციენტის ჯანმრთელობის ძალიან ცუდი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა დაუშვებლად იყო მიჩნეული.

 


სამედიცინო ჯგუფისთვის, რომელმაც ტრანსპლანტაცია ჩაატარა, ეს წლების კვლევის კულმინაციაა, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში შეცვალოს ცხოვრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი