კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო
11-01-2022, 20:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო.

 


საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ამავე აკადემიის ხატვის კათედრის გამგე და მთავარი მრჩეველი.

 


მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ა. გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ი. მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვა. მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.

 


მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი