კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო
11-01-2022, 20:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალების გამო.

 

 

ნოდარ მამისაშვილმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი. ის წლების განმავლობაში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. 1955-1963 წლებში მუშაობდა IV და I მუსიკალური სასწავლებლების მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად, 1963 წლიდან - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიისა და კომპოზიციის პედაგოგად, ხოლო 1989 წლიდან - სასულიერო აკადემიის მართლმადიდებლური გალობის წინა ისტორიისა და ისტორიის პედაგოგად.

 


როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი ცხოვრების მანძილზე მრავალ ჟანრს შეეხო, მათ შორის: ოპერის, ბალეტის, სიმფონიურ, საორგანო და საგუნდო მუსიკას. ავტორია მუსიკალური ნაწარმოებებისა: "ბაქია ბაჭია" (საბავშვო ოპერა), "შვიდი სიმფონია", 4 საფორტეპიანო კონცერტი, საგუნდო ორატორიები და ციკლები, პიესები ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსთვის და სხვა.

 


ნოდარ მამისაშვილს შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვისაც. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ტანდემი ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ფილმები ,,დიდი მწვანე ველი” და ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”.
ნოდარ მამისაშვილი, რომელიც იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა.

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი