შალვა ნათელაშვილი: პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც
12-01-2022, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც კი გუშინ ტვ პირველის ეთერით მოვუწოდე იმ სოც- დაუცველ ელექტორატს ვინც წლებია ფულზე ყიდის საკუთარ ხმას ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ იმედმა, რუსთავი2- მა და საზოგადოებრივმა.

 

 

ახლაც ვიმეორებ ხმის გამყიდველი არ მარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას. სამწუხაროდ ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან? ჩემგან. ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი-ოპო-დეპუტატმა ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ.

 

 

მოკლედ, ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს, რასაც მიიღებენ, იმედია, უფასოდ. ალბათ გაინტერესებთ მთელი ეს ღრიანცელი რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოცქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემს შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც. სასიამოვნოა, რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი. ვპირდები, შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს...

 

 

...შუაღამის  ცხელი ამბავი. ქვეყნიერებამ იცის, რომ 14 თვეა პარლამენტი ოფიციალურ უარს მეუბნება სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს, რომ შესაძლოა  გამოკითხვის შედეგად შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო, ივანიშვილის დავალებით, მისმა მონა დეპუტატმა, ვინმე ხელაშვილმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, 4 თვე გაცდენების გამო, ჩემთვის სადეპუტაო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე. ამას ჰქვია ცხოველური შიში სიმართლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს, 21 წელია პარლამენტში  ისედაც არ მიშვებენ და არათუ გარეთ მიწაში რომ ვიყო, მაინც ბოლოს მოგიღებთ.

 

 

შალვა ნათელაშვილი

 

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი