ამირან სალუქვაძე: რამხელა აჟიოტაჟია „თიბისის“ საქმეზე... რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ
12-01-2022, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამხელა აჟიოტაჟია „თიბისის“ საქმეზე. დავწერ მოგვიანებით, როგორც გავიგე ეს საქმე. მაგრამ მანამდე ორ კითხვას დავსვამ:

 


1.ბანკის კრედიტ ოფიცერი თქვენ რომ დაგეხმაროთ სესხის აღებაში და შემდეგ თქვენგან ისესხოს იგივე თანხა და გაუგოს ბანკმა, ბანკი იტყვის რომ დანაშაული არაა ჩადენილი, თუ როგორც მინიმუმ თაღლითობად ჩაუთვლის და გააგდებს მგლის ბილეთით?

 


2.მცირე ხნის შემდეგ, კრედიტ ოფიცერი რომ დაგეხმაროთ და ბანკს დაუმტკიცოს თქვენი ვალის უიმედობა და ჩამოაწერინოს ეს ვალი, ამავე დროს თქვენგან უკან ნასესხები თანხაც არ დააბრუნოს, რა კვალიფიკაციას მისცემს ბანკი, როცა ამ სქემას გახსნის?

 


დაახლოებით იგივეა ეს საქმე. გულახდილი პასუხები გაეცით. დანარჩენს მოგვიანებით.

 


ჰო, ახლა რასაც ვუსმენ, ასეთი შეფასებებია, გათეთრება არ დამტკიცდა და თაღლითობა უხარიათ. ეს დაახლოებით იგივეა, განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობა რომ დაგიმტკიცდეს და ამბობდე, ის ვერ დამიმტკიცეთო?!

 


ფულის გათეთრების ნაცვლად, დაუმტკიცდათ ფულის გაშავება.

 


გიგი უგულავა, თავისი აღიარებულ-დამტკიცებული 48 მილიონით და დავით ბაქრაძე, დანა-ჩანგლებით და შემთხვევით აღმოჩენილი არადეკლარირებული კოლოსალური თანხებით (ზუსტად არ მახსოვს, მილიონ ლარამდე იყო), სჯობს გაჩუმდნენ, ასეთ საქმეებზე. მხოლოდ უარესად ძირავთ.

 


ველოდები გასაჩივრებებს ყველა ინსტანციაში და საბოლოო განაჩენს. თუ ამ ბრალდებაში, ანუ თაღლითობაში თავი ვერ გაიმართლეს, ბანკირებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დანაშაულია.

 


ამ ბრიფინგზე წონიანი პოლიტიკოსები რომ უმაგრებთ გვერდს, ნუ, ერთს ეხება, პრინციპში, პასუხისმგებლები ხართ რომ დანაშაული, ანუ თაღლითობა არ ჩადენილა?

 


ციხე არავისთვის მიხარია. მით უმეტეს, ეკონომიკურ თემებზე.

 


ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი