საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება
13-01-2022, 18:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.

 


ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან. სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა.

 


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ისაუბრა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატოსა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება გაიხსენა.

 

 

ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი