ირაკლი ღარიბაშვილი: ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს
16-01-2022, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უნივერსიტეტისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ისტორიული პროექტი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირება, რომელსაც სულ ახლახან საზეიმოდ მოეწერა ხელი ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ შეთანხმებით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

 


„ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.

 


მსგავსი პროექტები საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად ქცევას ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი