საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ტელეკომპანია „პირველი“ სრულიად გასცდა საღ აზრს
18-01-2022, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას თავდაცვის ძალების წინაღმდეგ. აღნიშნული ტელევიზია ამჯერად სრულიად გასცდა საღ აზრს, - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 


„ტელეკომპანიის მტკიცებით, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯაველინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება წარმოადგენს რუსულ თამაშს, რადგან ეს მოწინააღმდეგისათვის ინფორმაციის ღიად მიწოდებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა წლების განმავლობაში აქტიურად დამუშავებული ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის სრულიად აბსურდული ნარატივი, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, ისინი სრულიად გასცდნენ აბსურდის აქამდე მიღწეულ მაღალ ნიშნულს და ამტკიცებენ, რომ უწყება ღიად აწვდის ინფორმაციას მოწინააღმდეგეს.

 

 

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ზოგადად შეიარაღების შესყიდვის ღიაობის თუ გასაიდუმლოების საკითხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის მომწოდებელი ქვეყნების შიდა საკანონმდებლო ბაზაზე, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მათ მიდგომებზე, შეიარაღების ტიპზე და ა.შ. რაც შეეხება ჯაველინების შესყიდვის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 20 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსათვის დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ღირებულების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი, აღნიშნული შესაძლო გაყიდვის შესახებ კონგრესს სავალდებულო წესით 2017 წლის 17 ნოემბერს აცნობა, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული შესყიდვის შესახებ შეერთებული შტატების მიერ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროვდა და მიეწოდა საზოგადოებას. ასევე, 2021 წლის აგვისტორში აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურის მიერ დეტალურად მიეწოდა საზოგადოებას. ამასთან, დავძენთ, რომ გრანტით შესყიდული შეიარაღების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობითაც არის ყოველთვის საჯარო. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიეწოდა სტრატეგიული პარტნიორის მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ლინკი, თუმცა მან მისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად არც კი ახსენა იგი და გააგრძელა საზოგადოების მიზანმიმართული დეზინფორმირების მცდელობა.

 

 

ცხადია, შეერთებული შტატები, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მოქმედებს გამჭვირვალობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით, კანონმდებლობასთან და ყველა წესთან სრული შესაბამისობით. საქართველო მადლიერია შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი მაღალი სტანდარტების შეიარაღების მიყიდვით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს უპრეცედენტოდ უმაღლეს ნიშნულზე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვის სფეროში. აღნიშნული სიუჟეტი კიდევ ერთი დასტურია, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ სამწუხაროდ საქართველოში არსებული ცალკეული მედიასაშუალებები რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საშუალებებს, რომელთა ერთადერთი მიზანია საზოგადოების დეზინფორმირება და შეცდომაში შეყვანა. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული მათთვის მიუღწეველ ამოცანად დარჩება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი