ამირან გამყრელიძე: ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას
18-01-2022, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში საგრძნობლად არის გაზრდილი კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი და შესაბამისად, ზრდა იქნება საქართველოშიც.

 

 

„3 მილიონზე მეტია მსოფლიოში ყოველდღიური შემთხვევა, როცა ყველა პიკზე, რომელიც მანამდე გვქონია, იქნებოდა უჰანი, „ალფა“ თუ „ბეტა“ შტამი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 900 000-ს არ გადასცილებია. ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, 3 მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

 

 

ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა სწორედ არაიმუნურ ფენაში გახლავთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით შედარებით მსუბუქია, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ, „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

 

 

„ჩვენთან 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სურდოს. არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას, დამძიმებას. ამიტომ სჯობს, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, - განაცხადა გამყრელიძემ და დაამატა, რომ საქართველოში დღეს 50% „ომიკრონი“ ცირკულირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი