20 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
20-01-2022, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.

 


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 021 943.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255.

 


• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან:

 


თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც:

 


• 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 912, აჭარაში - 612, იმერეთში - 809.

 


• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 133, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 48, იმერეთში - 21.

 


• 1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 - თბილისში, 554- აჭარაში.

 

 

• 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 6.

 

 

• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი