დღეს თვითნასწავლი მხატვრის, ვაჟა კაკაბაძის პერსონალური გამოფენა იხსნება
25-01-2022, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25 იანვარს, 17 საათზე, მხატვარ ნათელა იანქოშვილის სახლ–მუზეუმი და მხატვართა ლიგა აწყობს თვითნასწავლი მხატვრის ვაჟა კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება (მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის პროსპექტი 26).

 


ვაჟა კაკაბაძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, არის 83 სამეცნიერო სტატიის, 5 მონოგრაფიის ავტორი; საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე (ანკარა, ბერლინი, ვარშავა, პრაღა, ბუდაპეშტი, რომი). 2017 წელს მისი მეცნიერული სტატია - Competitiveness Management Algorithm, აღიერებულ იქნა მენეჯერულ დარგში, როგორც საუკეთესო ნაშრომი და დაიბეჭდა პოლონეთის ყოველწლიურ კრებულში, ხოლო სტატია – Essence of Parallel Universes აღიარეს როგორც მნიშვნელოვანი გამოკვლევა და დაიბეჭდა ჟურნალ Transformacje [Pismo Interdyscyplinane, nr 3-4 (106-107) 2020, ხოლო 2021 წელს იგივე სტატია გამოაქვეყნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟურნალში: კულტურათაშორისო კომუნიკაციები (2021, N34, გვ., 85, ISSN 1512-4363).

 


ვაჟა კაკაბაძე ასევე მოღვაწეობს ლიტერატურაში – გამოცემული აქვს 5 მხატრული ნაწარმოები; წერს ლექსებს; ხატავს – მონაწილეობა მიღებული აქვს 2018 წლის საერთაშორისო (მოწყობილი აფხაზეთის არ–ის მხატვართა კავშირის მიერ) და საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო 2021 წლის ორ გამოფენაში (მოწყობილი მხატვართა ლიგის მიერ).

 


ახორციელებს საზოგადოებრივ საქმიანობას: ეხმარება სკოლის მოსწავლეებს – ასწავლის ბიზნესის გეგმის შედგენას; სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მოაწყო კონფერენციები: თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში; ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში; საქართველოს ეროვნულ პარლამენტში; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში.



არის მართმადიდებელი ქრისტიანი.

 

 

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი