ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ფოტოვოლტური ელექტროსადგური დამონტაჟდება
27-01-2022, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალებში უახლოეს პერიოდში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟება დაიწყება. თავდაცვის უწყებამ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან გრანტი მიიღო, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მოწყობას მოხმარდება.

 


თავდაცვის მინისტრმა საგრანტო განაცხადის დამტკიცების შესახებ ოფიციალური წერილი სააქციო საზოგადოებისგან „ვიასოლის ენერგია“ მიიღო. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგრანტო პროექტი კარბონის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით, ვაზიანში მზის ენერგიის პანელების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

 


პროექტის დაფინანსება კლიმატის ცვლილების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საგრანტო თანხა 417 384 ევროს შეადგენს, რომელიც ვაზიანში 500 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის დამონტაჟებას მოხმარდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 673 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს, დარჩენილ თანხას კი, სააქციო საზოგადოება „ვიასოლის ენერგია“ გაიღებს.

 

 

პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეთა ვალდებულებებს განსაზღვრავს. თავდაცვის უწყება აქტიურად გეგმავს ელექტროენერგიის მიღების ეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული წყაროების გამოყენებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ხარჯების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. პროექტის განხორციელება სამომავლოდ ყველა დიდ ბრიგადაში იგეგმება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი