ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა
01-02-2022, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.

 

 

ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა კურსის საველე კომპონენტის მსვლელობასაც დაესწრო, რომელიც ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ერთკვირიანი სწავლება, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, JTEC-ის ბაზაზე არსებული წვრთნების შეფასების ცენტრის ორგანიზებით იმართება. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება და ქვედა დონის სამეთაურო რგოლისთვის საბრძოლო მომზადებაში შეფასების პრინციპების შესწავლას, სასწავლო ხაზების დაგეგმვისა და მოწინააღმდეგე ძალების გამოყენებით რეალისტური საწვრთნელი გარემოს შექმნის პროცესში უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

 

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან გამართა. კრწანისში, JFTC -ის მეთაურმა მას ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარების, მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი