მიხეილ სააკაშვილი: კალაძე და სხვა შნირების ბანდა ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა
01-02-2022, 20:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა შნირების ბანდისთვის, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

 


„ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა. ოღონდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც ამ ფულით იაფი ელექტროგამათბობელი უნდა ეყიდათ, რათა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, გაზქურიდან გამოყოფილი CO-თი არ ამომხრჩვალიყვნენ.

 


შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის თვითგამოცხადებული მერი ერთი-ერთზე იმეორებს რუსების მესიჯებს, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებით. ქურდბაცაცა დარწმუნებულია, როგორც 2014-ში ამტკიცებდა, რომ იანუკოვიჩი იმარჯვებდა, რომ ახლა რუსეთი ამარცხებს უკრაინას, მერე საქართველოსთვისაც მოიცლის და თავის თავს საჯარო განცხადებებით "ჩერეზ" კანონიერი ქურდები და სხვა მეთოდებით „მეფისნაცვლად“ სთავაზობს და თავისი მოკლე ჭკუით ჰგონია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს.

 


ამავე დროს, 70 მილიონი გაისროლეს მხოლოდ ავტობუსებზე, რამდენიმე ერთეული მილიონი ახალ მანქანებზე და ვისგან უნდა ამოიღონ თუ არა 80% გაღატაკებული მოსახლეობისგან.

 


პრობლემა ის აქვს, რომ ვერცერთ ოპოზიციურ საკრებულოს წევრზე, რომელიც კალაძეს "ქურდს" უწოდებს, არ შეუძლიათ თქვან, რომ როდესმე რაიმე მოიპარეს, ან ვინმეს რაიმე ქონება აქვს დაგროვილი. გულში ალბათ გიჟებიც ჰგონიათ ირაკლი ნადირაძე, სოფო ჯაფარიძე ან საბა ბუაძე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი