4 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
04-02-2022, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 263 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 272 371.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.87%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.

 


• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.




დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:

 

 

თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:

 


• 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.

 


• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.

 


• 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში.

 


• 195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 



• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი