საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღნიშნეს
06-02-2022, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


6 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების საქმეში ჩართული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 


მინისტრმა აშშ-ის და ლიეტუვას თავდაცვის ატაშეებსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს მჭიდრო თანამშრომლობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროს, როგორც უწყებრივი, ასევე ეროვნული დონის კიბერაქტორის როლი ქვეყნის კიბერთავდაცვითი მდგრადობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა ბიუროში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, ლუკა მგელაძე დაესწრნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარ ამოცანად თავდაცვის სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ პრიორიტეტად კი, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა დასახელდა. თავდაცვის უწყების დოკუმენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია 2021-2024 განსაზღვრული მიმართულებები, ადამიანური რესურსების, პროცესებისა და ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის გზით, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას და მიზნად ისახავს სისტემის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი