7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
07-02-2022, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით.

 


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 325 838.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.37% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.99%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 106 221.

 


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 246 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა - 1 139, იმერეთი - 1 376, ქვემო ქართლი - 628, შიდა ქართლი - 563, გურია - 184, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 426, აჭარაში - 773, იმერეთში - 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 175 პირი, მათ შორის, თბილისში - 453, აჭარაში - 154, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 45, იმერეთში - 30. 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 526 - აჭარაში. 196 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 3.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი