განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
07-02-2022, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც 2022 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე იმსჯელეს.

 

დეპუტატებმა ასევე მიმოიხილეს კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა თემატური მომხსენებლების ინსტრუმენტზე ისაუბრა, რომლის ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკაც აქტიურად დაინერგა გასულ წელს, მათ შორის, კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის პროცესშიც.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომიტეტის მიერ ჩატარებულ თემატურ მოკვლევაზე - „COVID 19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს უზრუნველყოფს.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის საჭიროებისთვის ჩატარებულ კვლევაზე და აღნიშნული კოდექსის შემუშავების მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე.

 

ორდღიანი გასვლითი შეხვედრის განმავლობაში კომიტეტის წევრებმა პრიორიტეტული საკანონმდებლო ინიციატივების მიმდინარე წელს განხილვის მიზანშეწონილობაზე და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობებზე ისაუბრეს, განსაზღვრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და იმსჯელეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის შემუშავების მიზნით განსახორციელებელ საკითხებზე. შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე თემატურ მომხსენებლებად და თანამომხსენებლებად განისაზღვრა.

 

კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ამავე ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი, ალან გილამი.

 

მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ეფექტური და ინტენსიური ორდღიანი შეხვედრისთვის და დაადასტურა მზაობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი