თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს
09-02-2022, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს.

 


ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც წელსაც დაფინანსდება - ეს არის ღვიძლის გადანერგვის პროგრამა. იცით, რომ თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, თბილისის მთავრობაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა.2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. თბილისის მერია ერთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად, 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გავზარდეთ და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალძემ.

 


მისივე თქმით, ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ღირებულება 120 000 ლარია, საიდანაც 70 000 ლარს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

 


„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამაა. პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას, არავის არასდროს გქონოდეთ ამის აუცილებლობა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ არსებობს ასეთი პროგრამა. ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უნდა დაწეროთ განაცხადი. მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით და ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი