„მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს“ - ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი
10-02-2022, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის ძალებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ნებისმიერი მსურველი პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურედ ჩამოყალიბდეს.

 

 

„თავდაცვის ძალები არის დიდი ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური არის რთული და გამოწვევებით აღსავსე, არ არის იმაზე საპატიო საქმე, დაიცვა და ემსახურო შენს ქვეყანას. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამსახური,“ - განაცხადა გენერალმა ტატუნაშვილმა. მისი განმარტებით, უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები. „4-წლიანი კონტრაქტის პირობებში, ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს ვთავაზობთ ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლას და ათვისებას, რომელიც მათ გამოადგებათ არა მარტო სამხედრო სამსახურის პერიოდში, არამედ თადარიგში გასვლის შემთხვევაში, ისინი იქნებიან ბევრად კონკურენტუნარიანი სამოქალაქო სექტორში. ჩვენ მათ ვთავაზობთ უცხო ენების შესწავლას როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა საკარიერო და პროფესიული კურსების გავლას. შესაბამისად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, პირველი 4 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ თუ გააგრძელებენ სამსახურს, ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიეცემათ 7000 ლარიანი ბონუსი, რომლის გაზრდა იგეგმება მიმდინარე წელს,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ.

 

 

ბრიგადის გენერალმა ბრიფინგზე იმ პირობებზეც ისაუბრა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო რეკრუტებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ჩარიცხვის შემდეგ სთავაზობს. „ჩვენ მათ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც გაიზარდა მიმდინარე წელს 20%-ით დაბალი სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის, ხოლო 10% მაღალი სამხედრო წოდების მქონე სამხედროებისთვის. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს, საშუალება ექნებათ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750 ლარიანი სტიპენდია სემესტრულად. ოთხი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში მათ ეძლევათ დამატებით სახელფასო ანაზღაურება, შვილის შეძენის დროს 1000 ლარიანი ბონუსი. აქვთ, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, ინფრასტრუქტურა, ნატოს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა, სპორტული დარბაზები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროების ფიზიკურად და მორალურად ძლიერად ყოფნისთვის. რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას, გარკვეული სამსახურის შემდგომ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერ სერჟანტის და მაღალი წოდების მქონე პირებს საშუალება აქვთ 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა. ასევე, ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორის და მაღალი წოდების მქონეებს შეუძლიათ, მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსებით საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა“, - აღნიშნა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი