საჩხერეში სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა
12-02-2022, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PfP) ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს. ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები - პოლკოვნიკი ადამ აუდჟიეჟი, მაიორი სერჰიი კრავჩუკი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი საქართველში, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დაესწრნენ.

 

 

ზამთრის შუალედურ სამთო კურსში 9 სამხედრო მოსამხახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 პოლონელი, 2 უკრაინელი და 4 ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს და სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს, დაშავებულის ძებნა-გადარჩენა-ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა (ე.წ. იგლუ) და მასში ღამის გათენებაც მოუწიათ. კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი