ირაკლი ღარიბაშვილი: არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება
14-02-2022, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს აქვს სრული კონტროლი, მიუხედავად იმისა, რომ 200 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 1000-ზე მეტმა ოჯახის ექიმმა გაიარა განმეორებითი ტრენინგი, მათ შორის 100-ზე მეტი კოვიდკლინიკის მედპერსონალმა და სახელმწიფო მოქალაქეებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს.

 

 

„რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 ათასზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 ათასამდე არის ათვისებული, ანუ 2 ათასზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის. პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინ-კლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც. არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს გაკეთებული აქვს მოდელირება და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემა სრულად მობილიზებულია, დღის განმავლობაში კეთდება ძალიან ბევრი ტესტი, მათ შორის იმაზე მეტი, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყნებში და ამ მხრივ საქართველო მართლაც გამორჩეულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი