„ქართული ჯარის და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“ - თავდაცვის მინისტრი
14-02-2022, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ჯარისა და ეკლესიის მოძულე დაჯგუფება აგრძელებს ავტორიტეტული ინსტიტუციების წინააღმდეგ თავზეხელაღებულ კამპანიას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასულ კვირას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტებს, რაც მისი თქმით, ჯარისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. „მიგნებები შესაძლო დანაშაულებისა თუ სხვა ხარვეზების შესახებ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მოცემული, ჩვენ მიერ, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ იქნა გამოვლენილი და ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება. დასკვნა საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ამოიკითხოს დასკვნის სარეკომენდაციო წერილშივე, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ გამოასწორა ის ათობით წლის განმავლობაში დაგროვილი ხარვეზები, რაც უწყებაში არსებობდა. ჩვენ წერილობით მივმართავთ სახელმწიფო აუდიტს და ვთხოვთ ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურებას, თუ რომელ პერიოდს ეხება კონკრეტული ფაქტები და ის, რომ აღნიშნული იქნა გამოვლენილი სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ”, - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი