ამირან გამყრელიძე: ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის... დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება - პირბადე და ვაქცინაცია
15-02-2022, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა, დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია.

 


„უკვე გამოჩნდა ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს. შემთხვევების რაოდენობა კვლავაც ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასევე ასაკი, 50-დან 60 წლის ზემოთ, სწორედ იქ გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.

 

 

დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95-პროცენამდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი