ჯუანშერ ბურჭულაძე: პრემიერ-მინისტრი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში
19-02-2022, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვქონდა შეხვედრა დღეს ისრაელის დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს - ისრაელის დელეგაციასთან პრემიერმა ისაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რაც უკვე დაწყებული გვაქვს ისრაელთან, ეს ეხება სამხედრო ინდუსტრიას, ეს ეხება სხვადასხვა სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

 

 

მისივე თქმით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პარტნიორებს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამომავლო პოლიტიკური გეგმები გაუზიარა.

 


„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი პლატფორმა, ერთ-ერთი საშუალება საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც იღებს მონაწილეობას, რომ გაცვალონ აზრები ერთმანეთში, ასევე გააჟღერონ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკური სამომავლო გეგმები, რაც აქვთ ქვეყნებს და ჩვენ პარტნიორებს გავუზიარეთ“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი