ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა
22-02-2022, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ემინ ამრულაევს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.

 

ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების, ასევე საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისა და აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული გაზარდოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის, რაც გადამწყვეტია მათი ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი