თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად დაინიშნა
23-02-2022, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.

 

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

 

 

დავით თევზაძე 1992 წლის იანვრიდან შეუერთდა ეროვნული გვარდიის რიგებს, მეთაურობდა სარეზერვო ბატალიონ „ორბს“, ამავე წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ბატალიონის მეთაური, 1993-1994 წლებში – ბრიგადის მეთაური. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საქართველოს სამხედრო ძალების მთავარ სამხედრო ინსპექციას.

 

 

1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატო-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

 

 

დავით თევზაძე 1993 წელს დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ამავე წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1998 წელს – გენერალ-მაიორის და 1999 წელს – გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

 


დავით თევზაძე არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოებისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი