რომან გოცირიძე: ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე... რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიც გაყინეს, ასეთი რამ მხოლოდ ავღანეთს, სირიას, ვენესუელას და ირანს დამართეს
27-02-2022, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე. დღეს კვირაა და ბევრი ხვალ გაიგებს, რა უბედურება დაატყდათ თავს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

 

 

"მიუხედავად იმისა, რომ სვიფტს რამდენიმე დღეში გაუთიშავენ, თანაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბანკს, თავად ამ ინფორმაციას მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ე.წ. მოლოდინებიც კი მძიმე იქნება. რუსეთში სულ 335 ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უმეტესობას ჯერ არ შეეხებიან, თუ გავითვალისწინებთ რა აქტივებს ფლობენ და რა როლი უკავიათ რუსეთის ეკონომიკაში იმ ბანკებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ფინანსური შოკი გარდაუვალია.

 


რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებიც გაყინეს. ესეც უპრეცედენტო ფაქტია-ასეთი რამ მხოლოდ ავღანეთს, სირიას, ვენესუელას და ირანს დამართეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა, რაც დასავლეთმა გააკეთა სრული მოულედნელობა აღმოჩნდა. დარტყმა მიიღო იქიდან, საიდანაც არ ელოდა-ევროსაგან (ევროპისაგან).

 


რუსეთმა თავისი რეზერვების დიდი ნაწილი განარიდა დოლარს - იყიდა ოქრო, რომელიც თავისი ქვეყნის საცავებში განათავსა, ყიდულობდა ევროს, ჩინურ იუანს, მცირე რაოდენობით სხვა სარეზერვო ვალუტებსაც (ფუნტი, იენი, ფრანკი). თავი რომ ქუდში ეგონა, სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ევროკავშირისაგან, ევროში განთავსებული რეზერვებიც მიაყინეს.

 


მიუხედავად იმისა, რომ პროცენტულად გაყინული უცხოური ვალტის ოდენობა რუსეთის მთლიან რეზერვებში ნაკლებია იმაზე, რაც რუსეთის ცენტრალურ ბანკს დარჩა სხვა ფორმით, თავად ფაქტი და მომავალში ნავთობდოლარების განთავსების დივერსიფიცირების შეუძლებლობა უმძიმეს დღეში აგდებს რუსეთს, სხვა ფინანსურ სანქციებთან ერთად.

 


ამ პროცესის უკუშემობრუნებას დასჭირდება მრავალი წელი და რუსეთის ხოხვით მისვლა დასავლეთის ქვეყნებთან. მსგავსი სანქციები არის რუსეთის აგრესიის შეკავების (რიგში ჩვენ რომ ვყავართ, ამას არ უნდა დიდი მკითხაობა) იარაღი და არა კარასინ-აბაშიძე-ღარიბაშვილის უდღეური “დიპლომატია”.

 


რაც შეეხება ჩინეთს, მისი ტექნოლოგიური სიძლიერე დასავლური ინვესტიციებით არის შექმნილი და დიდად არ გარისკავს რუსეთისათვის, აქტიურად არ წაახმარს თავის ფინანსურ (მათ შორის საანგარიშსწორებო) სისტემას.

 


სიმბოლურია სანქციებში რუსი ოლიგარქების იახტების დაყადაღება-თავად იახტა არის გოიმობა და რუსის იახტა ხომ სულაც ორჯერ", - წერს გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი