დემურ გიორხელიძე: სანქციები საბოლოო ჯამში რუსეთს ვერ შეაცვლევინებს პოზიციას, აი, შიდა არეულობამ შეიძლება იგი სხვა დიდი პრობლემის წინაშე დააყენოს!
27-02-2022, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთს რაც სანქციები დაუწესეს, ეს ზღვარი არ არის, თუმცა, რაც არის - ძალზე ცუდი იქნება მისთვის, ცხადია, თუ არა აქვთ რაიმე სარეზერვო ვარიანტი!


SWIFT-დან ჯერ ჩახსნა არ ხდება, რადგან ეს მხოლოდ რუსეთს არ შეუქმნის პრობლემას. მოსალოდნელია ახლო მომავალში. საფრთხე გაბუქებულია!


მალე გამოჩნდება, როგორ განვითარდება მოვლენები!


რა შეუძლია რუსეთს საპასუხოდ?!


ცხადია, შეუძლია რესურსული შეზღუდვები და საკმარისად მტკივნეულადაც, მაგრამ ეს მასაც აზარალებს!


ენერგოემბარგო პრაქტიკულად ვერ განხორციელდება:


რუსული გაზის ალტერნატივა ევროპას (მოხმარების 40%-მდე) დღეს არა აქვს! ყატარის გაზზე საუბარი სერიოზული არ არის, - რადგან იბლოკება სირიიდან!არც ალჟირისა, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელმა ბოლო ორი თვეა შეზღუდა საფრანგეთში მიწოდება!..


ჩემთვის გასარკვევია მხოლოდ ერთი საკითხი:


რა ზარალზე (დათვლად ზარალზე) წავა ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და პირადად აშშ, (რადგან ცალმხრივი არაფერია), ამისდა მიხედვით გაიზომება სანქციების სიმძიმის ხარისხი რუსეთზე!


რეალურად თუ შევხედავთ, და ვთქვათ, ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა - სრული კონფრონტაცია და ურთიერთბლოკირება, - ვერ გეტყით, რა მოხდება!


რუსების სავალუტო მარაგი ძალიან მაღალია, ვალი - მიზერული!

 

გათვლები უჩვენებს, რომ სულ ცოტა 2 წელი მას შეუძლია გაძლოს, თუმცა, მას აქვს ერთი „ნელი მოქმედების ნაღმი“: თუ სიტუაცია დაიძაბა, შიდა სოციალური ფონი მოსკოვსა და დიდი ქალაქების გარეთ, საკმაოდ მძიმეა და რა მოხდება, ძნელი სათქმელია.


სანქციები საბოლოო ჯამში რუსეთს ვერ შეაცვლევინებს პოზიციას, აი, შიდა არეულობამ შეიძლება იგი სხვა დიდი პრობლემის წინაშე დააყენოს!


ვნახოთ! ცალმხრივად ამ სამყაროში არაფერია, მით უფრო, რომ დიდი ქვეყნები ერთმანეთთან ინტერესებით გადაჯაჭვული არიან!


მხოლოდ ტიტანისა და პალადიუმის (ასევე ნიკელის) მიწოდების შეწყვეტა გააჩერებს აშშ-ის სამხედრო კომლექსს, ხოლო ატომური ელსადგურებისათვის ბირთვული საწვავის მიწოდების ბლოკირება გააჩერებს ყველა ატომურ სადგურს აშშ-ში. რუსულ ბირთვეულ საწვავზე მუშაობს მსოფლიოს 78 ატომური ელსადგური 15 ქვეყანაში (მწარმოებელი - „როსატომის საწარმო «ТВЭЛ»), რომლის ალტერნატივა, უბრალოდ არ არსებობს ახლო მომავალში!


მოკლედ, ერთია რიტორიკა, -მეორეა შეზღუდვები!


ვინ რა ზარალზე აპირებს წასვლას?


ვერ გეტყვით ჯერ!


დაველოდოთ მოვლენებს!

 

 

დემურ გიორხელიძე,

 

ანალიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი