ბაიდენმა გააფრთხილა პუტინი: „მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოელის... როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი უფრო მეტ ქაოსს იწვევენ“
02-03-2022, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისადმი ერთსაათიან მიმართვაში განაცხადა, რომ „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“. მის სიტყვას ტაში მოჰყვა როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მხრიდან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „პუტინის ომი წინასწარ იყო განზრახული და მან უარი თქვა დიპლომატიის არაერთგზის ძალისხმევაზე“.

 


„იგი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ გასცემდა პასუხს. და იგი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა აქ, შინ. პუტინი ცდებოდა. ჩვენ მზად ვიყავით“, -თქვა ბაიდენმა.

 


მან რუსული თვითმფრინავებისთვის ამერიკის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება კანადამ და ევროკავშირმა მიიღო.

 


ვაშინგტონში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმაში „მხოლოდ ვლადიმერ პუტინი არის დამნაშავე“ და პირობა დადო, რომ რუსეთის ლიდერი „გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიხდის მაღალ ფასს“.

 

 

თავის გამოსვლაში ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ეკონომიკური შურისძიების შესახებაც განაცხადა და გააფრთხილა პუტინი: „მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოელის“.

 


„პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ ოლიგარქები და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც მილიარდობით დოლარი მოიპარეს ამ ძალადობრივი რეჟიმის დროს“, დასძინა მან და დაჰპირდა ევროპელ მოკავშირეებს, რომ იმუშავებს მათთან რუსული იახტების, თვითმფრინავების და ფუფუნების სხვა საგნების ჩამორთმევის მიზნით.

 


მისი თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ „როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი უფრო მეტ ქაოსს იწვევენ“.

 

 

კონგრესში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და განიხილა თუ რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ქვეყანას რუსეთის თავდასხმის შემდეგ.

 

 

ამ დრომდე ამერიკამ უკრაინას შემდეგი სახის დახმარება გაუწია:

 


გამოყო 350 მილიონი აშშ დოლარი იარაღისთვის და 54 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის;

 


რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკი მსოფლიო ფინანსური სისტემიდან, Swift-დან ამოიღო;

 


შეზღუდვები დააწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკზე რუბლის გასამყარებელი მექანიზმის დაბლოკვის მხრივ;

 


შეუერთდა ტრანს-ატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს ოლიგარქების აქტივების გაყინვისა და ჩამორთმევის მიზნით;

 


დაკეტა აშშ-ის საჰაერო სივრცე რუსეთის კუთვნილი და მათ მიერ ოპერირებული თვითმფრინავებისთვის;

 


თეთრმა სახლმა ასევე მიმართა კონგრესს მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში დამატებით 6.4 მილიარდი აშშ დოლარის გადაუდებელი დახმარების გამოყოფის თხოვნით;

 


მიუხედავად ამისა, ბაიდენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ გააგზავნის უკრაინაში ჯარებს რუსებთან კონფლიქტში ჩასართავად.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი