გარდაიცვალა თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე
05-03-2022, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაიცვალა თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღირსეულის კათედრის გამგე, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე.

 


მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო იყო – მინერალოგია, პეტროლოგია, ვულკანოლოგია, გეოქიმია, მაგმური ქანების ფიზიკურ–ქიმიური პეტროლოგია.

 


დიდი კომპეტენციის სპეციალისტმა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორმა ბეჟან თუთბერიძემ უნივერსიტეტში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში სტუდენტთა მრავალი თაობა აღზარდა.

 


იგი იყო 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ორი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

 


ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ბეჟან თუთბერიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო საზოგადოებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი