იაპონიაში მომხდარმა 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
17-03-2022, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.

 

 

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, 57 კილომეტრის სიღრმეში, მიწისსძვრის სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. ამავე რეგიონში 11 წლის წინათ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ფუკუშიმას ატომური სადგურის განადგურება და იქიდან რადიაციის გაჟონვა გამოიწვია.

 

 

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობები ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოშიც შეაქანა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP-ი.

 

 

როგორც კი მიწისძვრა მოხდა, იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაავრცელა ცუნამის 1-მეტრიანი ტალღების საფრთხის შესახებ განცხადება ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებისთვის, მაგრამ როგორც იაპონური მაუწყებელი NHK იტყობინება, ცუნამის საფრთხე უკვე მოხსნილია.

 

 

მიწისძვრა ფუკუშიმას სანაპიროდან თითქმის 60 კილომეტრში მოხდა, არც თუ ისე შორს იაპონიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრიდან, რომელმაც 11 წლის წინათ 18 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.   

 

 

2011 წლის მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი და გაანადგურა ფუკუშიმას ატომური სადგური, რამაც გამოიწვია დიდი კატასტროფა იქიდან რადიაციის გაჟონვის შემდეგ.

 

 

იაპონიის ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ფუკუშიმას დაზიანებულ ადგილზე, ოთხშაბათს ღამით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ არანაირი ანომალიები არ გამოვლენილა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი