ბაიდენმა პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა, რაც კრემლმა „მიუტევებელ რიტორიკად“ შეაფასა „სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი მოკლეს მთელ მსოფლიოში“
17-03-2022, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

 


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი რიტორიკა მიუღებელია და მიუტევებელია სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, რომლის ბომბებმა ასობით ათასი ადამიანი მოკლეს მთელ მსოფლიოში“, - განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

 


ბაიდენის მიერ პუტინის შეფასება ვაშინგტონში ოთხშაბათს, რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას მოხდა: „ბატონო პრეზიდენტო, ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, მზად ხართ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდოთ?“

 

 

პრეზიდენტმა ჯერ უპასუხა „არა“, შემდეგ კი შეცვალა პასუხი: „მკითხეთ, გეტყოდით თუ არა...? ოჰ, ვფიქრობ, ის არის სამხედრო დამნაშავე“.

 

 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ მოგვიანებით თქვა, რომ უკრაინაში ძალადობის „ბარბაროსული“ სურათების ნახვის შემდეგ ეს პრეზიდენტის გულიდან მომდინარე საუბარი იყო, ვიდრე რაიმე ოფიციალური განცხადება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი