სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭო“ დაფუძნდა
17-03-2022, 14:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭო“ დაფუძნდა. საბჭოს შემდაგენლობაში შედიან:


საბჭოს თავმჯდომარე: სსიპ ეროვნული მუზეუმის,სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად კვიციანი


საბჭოს საპატიო თავმჯდომარეები: მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ილარიონი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.


საბჭოს წევრები:


სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლები,


მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სასულიერო წარმომადგენლები,


მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მუშაკები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები (გამგებლები),


მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ძეგლების დაცვა, შესწავლასა და აღორძინების საკითხში.


საბჭოს მიზანია:


მხარი დაუჭიროს სსიპ ეროვნული მუზეუმის, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ბაზაზე საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობის აღდგენას.


ასევე ზრუნვა, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შესწავლის საკითხებზე და ამ დარგში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კონსულტაციის გაწევა.


გარდა ამისა, საბჭოს ამოცანას წარმოადგენს აგრეთვე სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისთვის ხელშეწყობა, მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აგრეთვე მოაახლეობაში გაბნეული არტეფაქტებისა და ექსპონატების შესყიდვა/გადაცემა მუზეუმისათვის.


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი