თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
22-03-2022, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამს შეხვდა. მან თავდაცვის მინისტრს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალი თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი წარუდგინა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ კონტექსტით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.


მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და საქართველოს უახლეს ისტორიასთან პარალელი გაავლეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა მსოფლიოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

 

თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებთან ალიანსის წევრი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.


ამ კუთხით ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივებში ჰოლანდიელების მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. კერძოდ, საუბარი შეეხო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS), სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივასა და სხვა მიმართულებებს.


შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების მონაწილეობაზეც გამახვილდა.


საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული დონის ვიზიტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი