მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა
23-03-2022, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

 


შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში.

 



მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი.

 


თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება.

 


მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი