ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე
24-03-2022, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა მოგესალმოთ ყველას ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება საქართველოში და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ - ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სწავლება ნატოს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

 

 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატოს სტანდარდებით მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე, ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი