რეკრუტებმა ვარძიაში სამხედრო ფიცი დადეს
26-03-2022, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დადეს. პირადმა შემადგენლობამ ვარძიამდე სიმბოლურად დროშებით 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში მიმავალი ქართული მხედრობის მიერ განვლილი გზა გაიარა.

 


ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი კურსი ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ცენტრში გაიარეს.

 

 

პროგრამის ფარგლებში მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადებაჩაუტარდათ. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ დუმბაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ვიცე- პოლკოვნიკმა შოთა ქურდოვანიძემაც მიმართა.

 

 


ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი