„რატომ მისცა მოსკოვის მერის ცოლმა ბაიდენებს 3,5 მილიონი დოლარი“ - ტრამპი მოუწოდებს პუტინს, გაავრცელოს ინფორმაცია ჰანტერ ბაიდენის ოლიგარქებთან ურთიერთობის შესახებ
30-03-2022, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინფორმაციო ვებგვერდზე, Just The News-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გაავრცელოს დამაზარალებელი ინფორმაცია, რომელიც მას ბაიდენის ოჯახზე გააჩნია. ინტერვიუში ტრამპმა წამოაყენა დაუმტკიცებელი პრეტენზია რუსეთში ჰანტერ ბაიდენის საქმიანი გარიგებების შესახებ და სთხოვა პუტინს, გამოაქვეყნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება გააჩნდეს ამ სიტუაციის შესახებ.

 


„რატომ მისცა მოსკოვის მერის ცოლმა ბაიდენებს, ორივე მათგანს, 3,5 მილიონი დოლარი, ეს დიდი ფულია. მან 3,5 მილიონი დოლარი მისცა. ვფიქრობ, პუტინს ეცოდინება პასუხი“, - თქვა ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის რუს ოლიგარქებთან პოტენციურ გარიგებებზე კომენტირებისას. „ვფიქრობ, მან უნდა გაავრცელოს ის. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს პასუხი“.

 


ამ დროისთვის არ არის ცნობილი არსებობს თუ არა რაიმე მასალა ჰანტერ ბაიდენზე, ან აქვს თუ არა მასზე წვდომა კრემლს.

 


ჰანტერ ბაიდენს სოლიდურად უხდიდნენ საკონსულტაციო სამუშაოსთვის, რომელსაც ის უცხო ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და ჩინეთში ეწეოდა იმ დროს, როდესაც მამამისი ჯოზეფ ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ამ გარიგებებისა და პოტენციური ფინანსური დანაშაულების შესახებ, მაგრამ, როგორც CNN იტყობინება, არც ერთი მტკიცებულება არ დადებულა, რომელიც დაადასტურებდა ტრამპის განცხადებებს, რომ ბაიდენები ჩართულნი იყვნენ კორუფციაში ან ახდენდნენ გავლენას აშშ-ის პოლიტიკაზე პირადი სარგებლობისთვის და პრეზიდენტი არ ყოფილა ჩართული გამოძიებაში. ჰანტერ ბაიდენმა უარყო, რომ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და განაცხადა, რომ მას გაამართლებენ, როდესაც სისხლის სამართლის გამოძიება დასრულდება.

 


Just The News-ის ცნობით, ნაფიცი მსაჯულები დელავერში იძიებენ ჰანტერ ბიდენის საქმიან ურთიერთობებს შესაძლო საგადასახადო დარღვევებზე, უცხოური ლობირების საკითხებსა და ფულის გათეთრებაზე. ჰანტერ ბაიდენმა აღიარა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

 


ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ასევე სურს მეტი იცოდეს ჰანტერ ბაიდენის ურთიერთობის შესახებ უკრაინელ ოლიგარქ ნიკოლაი ზლოჩევსკისთან, გაზის კომპანიის Burisma Holdings-ის მფლობელთან, რომელმაც 2014 წელს ჯოზეფ ბაიდენის შვილი მის საბჭოში დაიქირავა და მას წელიწადში ასობით ათას დოლარს უხდიდა.

 


როგორც Just The News-ი წერს, იმ დროს სახელმწიფო დეპარტამენტი Burisma Holdings-ს კორუმპირებულ კომპანიად მიიჩნევდა, რომელიც ქრთამს აძლევდა უკრაინელ ჩინოვნიკებს და ჰანტერ ბაიდენის ურთიერთობას კომპანიასთან განიხილავდა, როგორც ინტერესთა კონფლიქტს, რადგან მამამისი, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, აშშ-უკრაინის პოლიტიკას უწევდა ზედამხედველობას.

 


CNN ტრამპის ინტერვიუს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 2019 წელს ტრამპმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა დაეწყო სავარაუდო კორუფციული გამოძიება მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ და სქემის ფარგლებში შეაჩერა აშშ-ის სამხედრო დახმარება, თითქმის 400 მილიონი აშშ დოლარი. ეს ინციდენტი ტრამპის პირველი იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი გახდა.

 


ვიდეო, სადაც ტრამპი პუტინს მოუწოდებს ბაიდენების ოჯახის მაკოპრომიტირებელი მასალა გაავრცელოს, ტრამპის მხარდამჭერი ჟურნალისტის, ჯონ სოლომონის მიერ  დაფუძნებულ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. მან CNN-ს განუცხადა, რომ ინტერვიუ ორშაბათს, ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაშია ჩაწერილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი