უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა რუსეთის ტერიტორია დაბომბეს - ბელგოროდის გუბერნატორი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს
01-04-2022, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - რუსეთი უკრაინას ქალაქ ბელგოროდის ნავთობის ბაზაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობბაზაზე თავდასხმა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა განახორციელა. რაიმე აფეთქებაზე უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

 

გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ პარასკევ დილით, ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა გახდა.

 

 

 

 

„ნავთობბაზაზე ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად  გაჩნდა. ვერტმფრენები რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შემოვიდნენ. მსხვერპლი არ არის“, - დაწერა რეგიონის გუბერნატორმა „ტელეგრამზე“. 

 

 

გლადკოვი წერს, რომ ინციდენტის შედეგად ორმა ადამიანმა მიიღო დაზიანება, მაგრამ ის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. ახლომდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ცეცხლს მეხანძრეები აქრობენ.

კომენტარები: 1
#1   Ioseb
      
რატომ ავცელებთ ინფორმაციას რომლის დასტური არ არსებობს? გლადკოვი რუსი გუბერნატორია და აპრიორი სტყუის.
3 აპრილი 2022 18:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი