შემომაქვს წინადადება, უკრაინის აწ უკვე ყოფილ ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა და დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი წერს.
„... მე ვინ რას მკითხავს, მაგრამ მაინც:
- შემომაქვს წინადადება უკრაინის აწ უკვე ყოფილ ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა და დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და საკურატორო სფეროდ განესაზღვროს უკრაინის მიმართულების კოორდინაცია.
მასზე კომპეტენტური და საკითხში ღრმად ჩახედული კანდიდატურის მოძებნა ამ პოსტზე შეუძლებელია!
პ.ს.: ნუ გადამივლით ახლა - ორი სიტყვა ჩემთვისა ვთქვი!...“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.