ამირან სალუქვაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აქაურ უსამშობლოებს მდუღარე გადაასხა
05-04-2022, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აქაურ უსამშობლოებს გუშინ მდუღარე გადაასხა: უკრაინის მხრიდან გახმოვანებულ აბსურდულ ცილისწამებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას“.

 

ვფიქრობდი, ხომ არ ვამლაშებ-მეთქი, როცა ბოლო წლებია უსამშობლოებს და ფუძემოწყვეტილებს გიწოდებთ. თურმე, რბილი შეფასებები ყოფილა.


ყველაზე რადიკალურმა ოპოზიციამაც კი, როცა მის ქვეყანას, მის სამშობლოს ბრალდებას უყენებენ, ცილს სწამებენ, უკეთეს შემთხვევაში, ან უნდა დაიცვას, ან კომენტარი მაინც არ გააკეთოს.


გამოლაგდნენ გუშინ და დაიწყეს, მათი ჭკუით ხელისუფლების, სინამდვილეში სახელმწიფოს დადანაშაულება.


ერთმა ისიც კი თქვა, აშშ უკრაინის დაზვერვას დროის რეალურ მასშტაბში აწვდის სადაზვერვო ინფორმაციასო. ჩახედულია ტიპი. ესმის საგანი. გვირაბს იქითაა ნამყოფი.


ამერიკა უკრაინას აწვდის საქართველოს შესახებ ინფორმაციას და საკუთარ სახელმწიფო დეპარტამენტს არა?


იქნებ ვინმემ თქვათ, რომ მოერიდა ნედ პრაისს, ან საქმის კურსში არ იყო?


კითხვის დამსმელი ალბათ ჩვენი „ჟურნალისტი“ იყო?!

 

ამიტომ გეუბნებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ ოპოზიციაში ხელისუფლებას უნდა ედგეთ და არა სახელმწიფოს. თუმცა, თქვენ ვერ გაიგებთ, რადგან თქვენ სახელმწიფოებრიობის და სამშობლოს შეგრძნება არ გაქვთ.


ვინ აფინანსებს დღეს ე.წ. მთავარ ოპოზიციურ პარტიას და მის ტელევიზიებს: იარაღის კონტრაბანდისტი და თავდაცვის ბიუჯეტის ხარზე გამილიარდერებული, რუსეთის მოქალაქე მგიმოელი ოლიგარქი და სასამართლოს მიერ ოფიციალურად თაღლითობაში დადანაშაულებული პირები.


ამ პირთა მიერ დაფინანსებულ პარტიებში ან მედიებში მუშაობა ვერ მართლდება.


გუშინ ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაცხადებული ცილისწამების მხარეს დადექით, ამ ჭუჭყს ვერასდროს ჩამოირეცხავთ. ვერც კი ათვითცნობიერებთ რამდენად მძიმე თემას მოაწერეთ ხელი. ყველა მათგანის ვინაობა უნდა ვიცოდეთ.


თუმცა, ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციის ხელისმომწერთაგან რა გასაკვირია?!

 

ამირან სალუქვაძე,

 

ექსპერტი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი