ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა, უფრო მეტი იყოს უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში იყო
05-04-2022, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში ვიხილეთ.

 


„უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში. კიევის ოლქის ბევრ გათავისუფლებულ სოფელში, ჩერნიშევსა და სამის რეგიონებში, ოკუპანტებმა ისეთი რამეები გაუკეთეს ადგილობრივებს, რომელიც 80 წლის წიანთ ნაცისტების ოკუპაციის დროსაც კი არ უნახავთ. ამაზე პასუხისმგებლობა უდავოდ ოკუპანტებს ეკისრებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 


პრეზიდენტის თქმით, ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, თუმცა მსხვერპლის საერთო რაოდენობა მოსალოდნელია რომ გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მთელი ქალაქი შემოწმდება.

 


ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია გათავისუფლებულ ქალაქებში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი შევიდეს და აღწეროს მომხდარი ფაქტები, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს თუ რა ჩაიდინა რუსეთმა. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილი ძალადობის კვალი დაფაროს. 

 


„ისინი ცდილობენ დაამახინჯონ ფატქები, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მოატყუონ მთელი მსოფლიო“, - განაცხადა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, გაუგზავნოს მეტი იარაღი რუსულ ძალებთან საბრძოლველად.

 


„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი ოკუპანტების ჩვენი მიწა-წყლიდან რაც შეიძლება მალე განსადევნად, ჩვენი ქალაქების გასათავისუფლებლად. და ჩვენ აქამდე რომ მიგვეღო რაც გვესაჭიროებოდა - მთელი ეს თვითმფრინავები, ტანკები, საარტილერიო, ანტისარაკეტო და ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი, ჩვენ შევძლებდით გადაგვერჩინა ათასობით ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი