ჯუმბერ კირვალიძე: საცოდაობა არ არის, რომ ევროკავშირის წევრ(!) ორბანის უნგრეთს ნატო-ს მე-5 მუხლი იცავდეს(!), ხოლო რუსეთთან მებრძოლ უკრაინას და ოკუპირებულ საქართველოს კი - არა?!
06-04-2022, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

66 წლის წინათ, 1956 წლის ოქტომბრის მიწურულს, უნგრეთში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნების და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკში შემავალი სახელმწიფოების წევრი იყო, დაიწყო ანტისაბჭოური გამოსვლები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის იმრე ნადის და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების ინიციატივით, უნგრეთმა ვარშავის სამხედრო ბლოკიდან გასვლის და ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ გაერო-ს მიმართა და თხოვა, რომ მას დაეცვა ნეიტრალური უნგრეთი მოსალოდნელი საბჭოთა იმპერიის თავდასხმისაგან!

 

 

გაერო-ს და დასავლეთის ყველა მცდელობა, რომ შეეგონებინათ საბჭოთა კავშირისათვის სამხედრო ძალის გამოყენების არ დაშვება, უშედეგოდ დასრულდა! საბჭოთა სამხედრო მანქანა, 32 000 ჯარისკაცით, 1 200 ტანკით და სხვა მრავალი ასეული ჯავშანტექნიკით შეიჭრა უნგრეთში და მის დედაქალაქ ბუდაპეშტში! თავისუფლებისათვის მებრძოლ უნგრელთა წინააღმდეგობა საბჭოთა კომუნისტურმა მონსტრმა 2 კვირაში ჩაახშო, მათ მოკლეს 3000 და დაჭრეს 13000 უნგრელი პატრიოტი! პრემიერი იმრე ნადი და მის თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი დახვრიტეს, ხოლო უნგრეთის მმართველებად დანიშნეს მარიონეტები, რომლებიც უსიტყვიდ ემორჩილებოდნენ მოსკოვს! ასე ტრაგიკულად დასრულდა, პატრიოტ უნგრელთა გმირული აჯანყება სსრკ-ს მონობის წინააღმდეგ და უნგრეთმა, მხოლოდ 35 წლის შემდეგ, 1991 წელს, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოიპოვა თავისუფლება, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გდრ-ი, რუმინეთი, ბულგარეთი), რომლებიც აგრეთვე შედიოდნენ ვარშავის სამხედრო ბლოკში! 90-იან წლებში და 2000-ის დასაწყისში, უნგრეთი ამ ქვეყნებთან ერთად გახდა ნატო-ს ალიანსის და ევროკავშირის წევრი, ანუ ყოფილი სოცბანაკის, ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის ჰიპოტეტური სამხედრო აგრესიაც კი გამოირიცხა და მათ უსაფრთხოება გარანტირებულად მიიღეს!

 

 

დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაცია, მისი მანიაკი დიქტატორი უკრაინას თავს დაესხა და გმირი უკრაინელი ხალხი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის მომხვდური აგრესორის წინააღმდეგ და უკრაინას ამ უბედურების ჟამს გვერდში უდგას მთელი ცივილიზებული სამყარო, მათ შორის, მისი უშუალო მეზობლები, ვისთანაც საერთო საზღვარი აქვს და საიდანაც უკრაინაში შედის ყველა სახის დახმარება, უწინარესად კი, სამხედრო შეიარაღება, - უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლება პრემიერ ორბანის მეთაურობით, რომელსაც "მჭიდრო ურთიერთობა" აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, - უარს აცხადებს სამხედრო ტვირთების გატარებაზე უნგრეთის ტერიტორიაზე, დამპყრობელ რუსეთთან მებრძოლი უკრაინისათვის! ორბანი და მისი მმართველი კლანი აცხადებენ, რომ ისინი არ შეუერთდებიან დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს და რომ მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომი "მათი ომი არ არის", ამიტომ, უკრაინელი "ლტოლვილების გარკვეული რაოდენობის მიღების გარდა", ისინი სხვა სახის დახმარებას არ გაუწევენ უკრაინას!...

 


P.S. რა უსამართლობაა, გმირი იმრე ნადი მიწაში იწვეს და ლაქია ორბანი უნგრეთს მართავდეს! მართლაც, საცოდაობა არ არის, რომ ევროკავშირის წევრ(!) ორბანის უნგრეთს ნატო-ს მე-5 მუხლი იცავდეს(!), ხოლო რუსეთთან მებრძოლ უკრაინას და ოკუპირებულ საქართველოს კი - არა???!!! სასწრაფოდ გარიცხეთ ორბანის უნგრეთი და მისი უმადური ხელისუფლება, როგორც ნატოდან ისე ევროკავშირიდან და მერე იქნებ გონს მოვიდეს მთვლემარე უნგრელი ხალხი! დიახ, მხოლოდ მაშინ დაინახავენ უნგრელები თუ ვინ მართავს მათ ქვეყანას, როცა სსრკ-ს დანგრევიდან 32 წლის შემდეგ, - საბჭოთას ნაცვლად, პუტინის რუსეთის სამხედრო ბაზები "დაბრუნდებიან" უნგრეთში!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი