ამირან გამყრელიძე: პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება და დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად
07-04-2022, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მწვავე ფაზა დასასრულისკენ მიდის, რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

 


როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 


„დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. გამყრელიძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი