დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში „ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგები“ აქვს
08-04-2022, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სერიოზული დანაკარგები განიცადა. ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ პირდაპირი ჩართვისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს „ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგები“ აქვს, თუმცა კრემლის წარმომადგენელს დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა არ დაუსახელებია.

 


ჟურნალისტის კითხვაზე - თქვენ ათასობით ჯარისკაცი დაკარგეთ, რამდენია დანაკარგი? - დიმიტრი პესკოვმა უპასხუა: „დიახ ჩვენ დავკარგეთ, ჩვენ დავკარგეთ. ჩვენ გვაქვს ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგები და ეს უზარმაზარი ტრაგედიაა ჩვენთვის“.

 


უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დასავლურ მედიასთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაცია თავის მიზანს უახლოეს დღეებში მიაღწევს“.

 

 

კრემლის წარმომადგენელმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსული ჯარების გაყვანა მოსკოვის კეთილი ნების აქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ამ ოლქებში დაძაბულობის მოხსნას შეუწყობს ხელს. 

 


პესკოვმა ბუჩასა და სხვა ქალაქების ტრაგედიაზე კომენტირებისას ჟურნალისტს უთხრა, რომ „ჩვენ ვცხოვრობთ ყალბი ამბების და ტყუილების ეპოქაში“ და უკრაინის ქალაქების ქუჩებში ნაჩვენები გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები და სატელიტური სურათები „თავხედური სიყალბე“ იყო.

 


„ჩვენ უარვყოფთ, რომ რუს სამხედროებს რაიმე საერთო აქვთ ამ საშინელებასთან და ამ ცხედრებთან, რომელიც ბუჩას ქუჩებში აჩვენეს“, - განაცხადა პესკოვმა.

 

 

 

რუსული „კომსომოლსკაია პრავდა“ ომის დაწყებიდან 26-ე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირი იყო მოკლული. 

 

 

კერძოდ, რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ 21 მარტს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

 


CNN-ის ინფორმაციით, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“.

 


CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის HTML კოდი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სტატია გამოქვეყნდა ორშაბათს, მოსკოვის დროით 12:09 საათზე, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ახალმა ამბავმა სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრო, ინფორმაცია განახლდა და რუსი სამხედროების სიკვდილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ცნობა სტატიიდან ამოღებული იღო.

 


სტატიის განახლების შემდეგ, „კომსომოლსკაია პრავდამ“ მოგვიანებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ადმინისტრატორის ინტერფეისზე წვდომა გატეხეს“ და „ყალბი ჩანართი გაკეთდა პუბლიკაციაში“. მასში აღნიშნულია, რომ „არაზუსტი ინფორმაცია მაშინვე ამოიღეს“, თუმცა როგორც CNN-ის ანალიზმა აჩვენა, განახლება 21 საათის შემდეგ გაკეთდა.

 


21 მარტის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში 10 000-ამდე რუსი სამხედროა დაღუპული. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი